მხარეები ითანამშრომლებენ მეთევზეობის დარგის ურთიერთსასარგებლო, საერთო ინტერესების  სფეროებში, მათ შორის, წყლის ცოცხალი რესურსების კონსერვაციისა და მართვის, შემოწმებისა და კონტროლის, მონაცემთა შეგროვებისა და უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, როგორც ეს განსაზღვრულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2001 წლის საერთაშორისო სამოქმედო გეგმით „უკანონო, შეუთანხმებელი და დაურეგულირებელი თევზჭერის პრევენციის, შეკავებისა და აღმოფხვრის შესახებ“ (IPOA).

ეს თანამშრომლობა პატივს სცემს მხარეების მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს წყლის  ცოცხალი რესურსების კონსერვაციისა და მართვის საკითხებთან მიმართებაში.