სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების პოლიტიკის საკითხზე ურთიერთგაგების ხელშეწყობა;

სოფლის მეურნეობის წარმოების მოდერნიზაციისა და მდგრადობის ხელშეწყობა;

სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სოფლის თემებში ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით;

სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ბაზრებზე ყველა დაინტერესებული მხარისათვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ხარისხის პოლიტიკისა და მისი კონტროლის მექანიზმების ხელშეწყობა,გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ჩათვლით;

ღვინის წარმოება და აგროტურიზმი;

სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელთა შორის ინფორმაციის გავრცელება და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების ხელშეწყობა; და

საკითხების ჰარმონიზაციისაკენ სწრაფვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რომლის წევრსაც წარმოადგენს ორივე მხარ