წყლის ცოცხალი რესურსების, თევზჭერის მოცულობისა და ტექნიკური ზომების მართვა;

თევზჭერის პროცესის შემოწმება და კონტროლი,  საჭირო სათვალთვალო ტექნიკის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობებისა და მიკვლევადობის საშუალებების გამოყენებით, ასევე აღსრულებადი კანონმდებლობისა და კონტროლის მექანიზმების  უზრუნველყოფა;

თავსებადი თევზჭერის, ხმელეთზე გადმოტვირთვის, ფლოტის, ბიოლოგიური და ეკონომიკური მონაცემების შეგროვება;

თევზჭერის შესაძლებლობების ფარგლების მართვა, რომელიც ასევე მოიცავს მოქმედი თევზის სარეწი ფლოტის რეგისტრაციას;

ბაზრების ეფექტიანობა, განსაკუთრებით კი, მწარმოებელი ორგანიზაციების ხელშეწყობის, მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და მარკეტინგის სტანდარტებისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის გზით; და

მეთევზეობის დარგისთვის სტრუქტურული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ მდგრადობას.

ნაწილი 2

საზღვაო პოლიტი