(a)
ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილებისა და „know-how”-ს გაცვლა;
(b)
საჯარო, კერძო და საზოგადოებების ინტერესებს შორის პარტნიორობის შენარჩუნება, ტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ეკოტურიზმის ჩათვლით;
(c)
ტურისტული ნაკადების, პროდუქტების და ბაზრების, ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური სტრუქტურების ხელშეწყობა და განვითარება;
(d)
ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია;
(e)
ტურიზმის სფეროში მომზადება და შესაძლებლობების განვითარება, რათა გაუმჯობესდეს მომსახურების სტანდარტები; და
(f)
ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა, მათ შორის, ადგილობრივ თემებშ