2. T1 პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი საქონლის მიმართ, რომელიც გადაზიდულია პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. T2 პროცედურა ვრცელდება პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაზიდულ საქონელზე:
ა) თანამეგობრობაში:
მხოლოდ მაშინ, როდესაც საქონელი მიეკუთვნება კავშირს. „კავშირის საქონელი“ ნიშნავს საქონელს, რომელიც მოექცევა რომელიმე შემდეგ კატეგორიაში:
– საქონელი, რომელიც მთლიანად მოპოვებულია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს საქონელს, რომელიც იმპორტირებულია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან;
– საქონელი, რომელიც შემოტანილია თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში;
– საქონელი მიღებული ან წარმოებული თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე, ან მხოლოდ მეორე აბზაცში მითითებული საქონლისგან ან პირველ და მეორე აბზაცებში მითითებული საქონლისგან.
თუმცა, წინამდებარე კონვენციის ან თანამეგობრობის მიერ დადებული სხვა შეთანხმებებისთვის ზიანის მიუყენებლად, საქონელი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ აბზაცებში დადგენილ პირობებს, თანამეგობრობის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიიდან ექსპორტის შემდეგ ხელახლა შემოტანისას არ მიიჩნევა კავშირის საქონელად.
ბ) საერთო ტრანზიტის ქვეყანაში:
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ჩამოვიდა ამ ქვეყანაში T2 პროცედურით და ხელახლა იგზავნება მე-9 მუხლში მითითებული სპეციალური პირობების შესაბამისად.
4. ამ კონვენციით დადგენილი სპეციალური პირობები საქონლის T2 პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებით, ასევე ვრცელდება კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე, ხოლო საქონელს, რომელიც გადაადგილდება ასეთი დოკუმენტით, აქვს ისეთივე სტატუსი, როგორიც T2 პროცედურით გადაზიდულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არის საჭირო კავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის თანხლებ