2. ამ კონვენციის დებულებების, კერძოდ, გარანტიების შესახებ დებულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქონელი, რომელიც გადაადგილდება თანამეგობრობის ტერიტორიაზე, ითვლება კავშირის გავლით ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულად.

3. ქვემოთ მოცემული მე-7-12 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, საერთო ტრანზიტის პროცედურის მარეგულირებელი წესები მოცემულია ამ კონვენციის I და II დამატებებში.

4. ტრანზიტის დეკლარაციები და ტრანზიტის თანმხლები დოკუმენტები, საერთო ტრანზიტის პროცედურის მიზნებისათვის უნდა შეესაბამებოდეს და შედგენილი იყოს III დამატების შესაბამისა