2. განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას ამ ინსტრუქციის №23 დანართით გათვალისწინებული საგნების ჩამონათვალთან.

3. განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის შემომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგაც ამანათის შემომტანი პირის თანდასწრებით ათვალიერებს და ამოწმებს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს და ავსებს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ამანათის მიღება-გადაცემის აღრიცხვის ჟურნალს (დანართი №25).

4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნას დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში, გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.

5. შემოწმებისას აღმოჩენილი ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუქციის №23 დანართითა და, რომელთა ქონა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოიღება და გადაეცემა ამანათის შემომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.

6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება და გადაეცემა მორიგე ექთანს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადასაცემად.

8. მორიგე ექთანი, განყოფილების მოსამსახურის ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადასცემს ამანათს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადება