1. იზოლატორში ამანათის სახით მიიღება ამ შინაგანაწესით (შინაგანაწესის დანართი №1) გათვალისწინებული ნივთები. შესაბამისი დანიშნულებისა და რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მოთავსებულ პირს აქვს ქარხნული წესით დალუქული სამკურნალო საშუალების ამანათის სახით მიღების უფლება, რომელიც ინახება მოთავსებული პირის პირად ნივთებთან ერთად.
2. იზოლატორში ამანათები მიიღება იმ პირისგან, რომელსაც გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი პირადი ნომრითა და ფოტოსურათით.
3. იზოლატორის მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს იზოლატორში მოთავსებული პირისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს, გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას და გააცნობს შინაგანაწესის დანართი №1-ით დადგენილ ჩამონათვალს.
4. იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ამანათის შემგზავნი პირის თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას შინაგანაწესის №1 დანართით დადგენილ ჩამონათვალთან.
5. ამანათის შემოწმებისას აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის №1 დანართით, ამოიღება და გადაეცემა ამანათის შემგზავნ პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. ამანათის შემოწმებისას სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს პროკურატურას.
7. შესაბამისი შემოწმების შემდეგ ამანათის მიღების შესახებ ინფორმაცია იზოლატორის ცვლის უფროსის მიერ რეგისტრირდება ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
8. იზოლატორის მოსამსახურე ამანათის შემოწმების შემდეგ იზოლატორში მოთავსებულ პირს გადასცემს განცხადებაში მითითებულ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს. ამანათის მიღების დადასტურების მიზნით მოთავსებული პირი ხელს აწერს განცხადება