1. მოთავსებული პირისთვის იზოლატორში უზრუნველყოფილი უნდა იყოს  24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. იმ იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სამედიცინო მომსახურების გასაწევად გამოძახებულ იქნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

2. მოთავსებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება,  ასევე  აღნიშნული შემოწმების ჩატარების მიზნით საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იგი სამედიცინო პუნქტში ან გამოიძახოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიიღოს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის იზოლატორში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. იმ იზოლატორში:

ა) რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე;

ბ) რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ჩანაწერს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აკეთებს იზოლატორის მოსამსახურე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად.

4. თუკი მოთავსებული პირი საჭიროებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით იზოლატორში შეუძლებელია, იგი იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ჩაითვლება იზოლატორში მოთავსების საერთო ვადაში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მოთავსებული პირი მკურნალი ექიმის დასკვნით ბრუნდება იზოლატორში, თუ გასული არ არის პირის იზოლატორში მოთავსების ვადა.

5. იმ მოთავსებული პირისათვის, რომელიც იზოლატორში გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამკურნალო საშუალებები. სამკურნალო საშუალებების მიწოდებას მოთავსებული პირისათვის ახორციელებს სამედიცინო მუშაკი.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია მტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტი