1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება:
ა) პროკურორის დადგენილების საფუძველზე იმ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, რომელთა ჩატარებაც იზოლატორში ტექნიკურად შეუძლებელია;
ბ) სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
გ) შესაბამის ჩანაცვლებით პროგრამაზე გადაყვანისას;
დ) სასამართლოში წარსადგენად;
ე) შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას.
2. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება მისი უშუალო დამკავებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უშუალო დამკავებელი ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში უშუალო დამკავებელი ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
3. იზოლატორში საგანგებო სიტუაციის არსებობისას ან/და მოთავსებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისას იზოლატორის უფროსი ან იზოლატორის ცვლის უფროსი მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის მიზნით მიმართავს იზოლატორის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის რაიონულ ან საქალაქო დანაყოფ