1. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა ხდება:
ა) პროკურორის დადგენილების საფუძველზე იმ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, რომელთა ჩატარებაც იზოლატორში ტექნიკურად შეუძლებელია;
ბ) სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, სამედიცინო მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
გ) შესაბამის ჩანაცვლებით პროგრამაზე გადაყვანისას;
დ) სასამართლოში წარსადგენად;
ე) შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავარი სამმართველოს უფროსის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) მთავარ სამმართველოში საგანგებო სიტუაციის არსებობისას.
2. მოთავსებული პირის მთავარი სამმართველოდან დროებით გაყვანა ხდება მისი უშუალო დამკავებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უშუალო დამკავებელი ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში უშუალო დამკავებელი ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
3. მთავარ სამმართველოში საგანგებო სიტუაციის არსებობისას ან/და მოთავსებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისას იზოლატორის უფროსი ან იზოლატორის ცვლის უფროსი მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის მიზნით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს (დამკავებელს).
4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამის საგამოძიებო დანაყოფთან დაკავშირება, ან შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება დაკავებულის გადაყვანა იზოლატორიდან, ანდა სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოთავსებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამის დაწესებულებაში დაკავებულის გადაყვანას უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველ