1. პირები იზოლატორში მოთავსებული არიან საკნებში, სადაც პირთა უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მოთავსებული პირები საკნებში განლაგდებიან შემდეგი წესების დაცვით:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად პატიმრობაშეფარდებული პირები თავსდებიან სხვა საფუძვლით მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;

გ) მამაკაცები თავსდებიან ქალებისგან განცალკევებით;

დ) არასრულწლოვნები თავსდებიან სრულწლოვანი პირებისგან განცალკევებით;

ე) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირები იზოლატორში თავსდებიან ცალ-ცალკე; გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც;

ვ) ორსული ქალები თავსდებიან სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით;

ზ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.

3. იზოლატორის უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება იზოლატორში პირთა განცალკევებით მოთავსების შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვა ან/და სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მთავარი სამმართველოს უფროსი, შესაბამის საგამოძიებო დანაყოფთან შეთანხმებით, უფლებამოსილია იშუამდგომლოს სხვა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დანაყოფთან, მოთავსებული პირის სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და გამოცემული და გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმი