1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობის წესს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომში – იზოლატორი) მოთავსების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებისთვის, იზოლატორში მოთავსებული პირებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც შედის/იმყოფება იზოლატორის ტერიტორიაზე.

3. შინაგანაწესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. იმ მოთავსებული პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება იზოლატორის მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას, გამოიყენება იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით