1. მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა დასაშვებია მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მოთავსებული პირი ვალდებულია, იზოლატორის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს იზოლატორის მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იზოლატორის მოსამსახურეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოთავსებულ პირს ხელების ზურგს უკან დალაგება
3. მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა 22.00 საათიდან 06.00 საათამდე შესაძლებელია:
ა) ადვოკატთან შეხვედრისას;
ბ) იზოლატორიდან გათავისუფლებისას;
გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
დ) გადაუდებელი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად;
ე) საგანგებო შემთხვევის დროს ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, იზოლატორის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
4. იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია 06.00 საათიდან 22.00 საათამდე, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას – ნებისმიერ დროს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და ადვოკატის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მოთავსებული პირის საკნიდან გაყვანა საგამოძიებო ოთახში საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისათვის.
5. იზოლატორის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის უფროსი უფლებამოსილია, მოთავსებული პირი საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, გადაიყვანოს ერთი საკნიდან მეორეშ