1. მთავარ სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების, იზოლატორში მოთავსებული ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მოთავსებულ ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მთავარი სამმართველოს მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

2. მთავარი სამმართველოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების და საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფის ღონისძიებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. მთავარ სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია მთავარი სამმართველოს სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებსა და დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. მთავარ სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს მთავარი სამმართველოს მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება. მთავარ სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. მთავარ სამმართველოს ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში მთავარი სამმართველოს უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

3. დეესკალაციის ოთახში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მოთავსებული პირი. გაფრთხილების ოქმში აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დაწყების დრო. გაფრთხილების ოქმს ხელს აწერს იზოლატორის ცვლის უფროსი და მოთავსებული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობა. თუ მოთავსებული პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. დაუშვებელია მთავარ სამმართველოში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება მოთავსებული პირის დასჯის მიზნი