1. იზოლატორის საკნების შემოწმება ხორციელდება იზოლატორის მოსამსახურეების მიერ ყოველ დილით სამორიგეო ცვლის გადაბარებისას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში იზოლატორის უფროსის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შემოწმების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.

2. იზოლატორის საკნების შემოწმების დაწყებამდე იზოლატორის მოსამსახურეს გამოჰყავს მოთავსებული პირი საკნიდან, რა დროსაც მოსამსახურე უფლებამოსილია, შეამოწმოს იგი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთი ილუქება შესაბამისი წესით, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურის შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, სამსახურის გენერალურ ინსპექციას და საქართველოს პროკურატურას.

4. მოთავსებულ პირს ჩამოერთმევა ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს აღმოჩენილი ის ნივთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის დანართი №1-ით. აღნიშნული ნივთები ინახება იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მოთავსებული პირის სხვა პირად ნივთებთან ერთად და მათი სრულად დაბრუნება ხდება პირის იზოლატორიდან გასვლისას ან გათავისუფლებისას.

5. თუ იზოლატორის საკნების შემოწმებისას იზოლატორის მოსამსახურე დააფიქსირებს საკნის ან/და საკანში არსებული ინვენტარის დაზიანების ფაქტს, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეადგინოს ოქმ