1. იზოლატორის მოსამსახურეები იზოლატორში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.

2. ნებისმიერი პირი, გარდა იზოლატორის მოსამსახურისა და ამ შინაგანაწესის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული პირისა, იზოლატორში შესასვლელად საჭიროებს ნებართვას, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს მთავარი სამმართველოს უფროსი ან მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

3. იზოლატორში შემსვლელი პირები გადიან შემოწმებას/დათვალიერებას პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელისა და ტექნიკური საშუალების შეხებით, რომელსაც ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ პირთა შემოწმება/დათვალიერება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა მოსამსახურემ მხოლოდ ტექნიკური საშუალებით.

4. იზოლატორის მოსამსახურემ მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელ პირს შემოწმებამდე უნდა გააცნოს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა იზოლატორში შეტანაც აკრძალულია მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის (შინაგანაწესის დანართი N2).

5. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნებართვას გასცემს იზოლატორის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის უფროსი, მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თანხმობით.

6. ცეცხლსასროლი იარაღის, აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მქონე პირი, მათ შორის, სამსახურის მოსამსახურე, იზოლატორში შესვლისას ვალდებულია, აღნიშნული ნივთები შეინახოს იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილა