1. მოთავსებული პირი, რომელიც იზოლატორში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. მოთავსებული პირის ქმედებით იზოლატორის ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით. მოთავსებული პირი ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე იზოლატორისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი იზოლატორიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ მოთავსებული პირი ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესი