იზოლატორში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ:

ა) გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორებს, რომლებიც სპეციალურად არიან უფლებამოსილი, განახორციელონ დაკავების ადგილებში, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით;

გ) სამსახურის უფროსს, მთავარი სამმართველოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, მთავარი სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეებს;

დ) მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის მოსამსახურეებს;

ე) მთავარი სამმართველოს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დანაყოფის მოსამსახურეებს;

ვ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს;

ზ) იზოლატორში დამხმარე ფუნქციის შემსრულებელ მოსამსახურეებ