იზოლატორში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ:
ა) მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორებს, რომლებიც სპეციალურად არიან უფლებამოსილი, განახორციელონ დაკავების ადგილებში, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული შესაბამისი რწმუნებით;
გ) მინისტრს, დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს, დეპარტამენტის დირექტორსა და მის მოადგილეებს;
დ) დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის მოსამსახურეებს;
ე) დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურეებს;
ვ) დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურის მოსამსახურეებს;
ზ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს;
თ) იზოლატორში დამხმარე ფუნქციის შემსრულებელ მოსამსახურეებ