1. პირადობის ან/და უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა ყველა კატეგორიის პირთათვის სავალდებულოა.

2. პროკურორი ან/და გამომძიებელი, რომლის უშუალო წარმოებაშიც იმყოფება სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი წერილობითი მიმართვით დაიშვება მხოლოდ იზოლატორის საგამოძიებო ოთახში საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებათა საწარმოებლად.

3. იზოლატორის მოსამსახურის მიერ გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის სამედიცინო მუშაკი დაიშვება მხოლოდ პაციენტის მოთავსების ადგილზე.

4. შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს იზოლატორში ეპიდემიის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად.

5. იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით იზოლატორში დაიშვებიან სამინისტროს შესაბამის დანაყოფის წარმომადგენლებ