1. იზოლატორის მოსამსახურეები იზოლატორში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. ნებისმიერი პირი, გარდა იზოლატორის მოსამსახურისა და ამ დანართის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული პირისა, იზოლატორში შესასვლელად საჭიროებს ნებართვას, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დეპარტამენტის დირექტორი ან მისი არყოფნის შემთხვევაში – დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
3. იზოლატორში შემსვლელი პირები გადიან შემოწმებას/დათვალიერებას პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელისა და ტექნიკური საშუალების შეხებით, რომელსაც ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ პირთა შემოწმება/დათვალიერება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა მოსამსახურემ მხოლოდ ტექნიკური საშუალებით.
4. იზოლატორის მორიგე-გუშაგმა მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელ პირს შემოწმებამდე უნდა გააცნოს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა იზოლატორში შეტანაც აკრძალულია მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის (შინაგანაწესის დანართი №2).
5. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნებართვას გასცემს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი.
6. ცეცხლსასროლი იარაღის, აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მქონე პირი, მათ შორის, სამინისტროს მოსამსახურე, იზოლატორში შესვლისას ვალდებულია, აღნიშნული ნივთები შეინახოს იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილა