ა) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მორიგე-გუშაგების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს იზოლატორში წესრიგისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;

ბ) სამორიგეო ცვლის შესაბამისად იზოლატორში დასაქმებულ მოსამსახურეებს აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) უშუალოდ უზრუნველყოფს იზოლატორში პირთა მოთავსების პროცედურის განხორციელებას და ამოწმებს იმ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგენს პირის იზოლატორში მოთავსების საფუძველს ან/და ავალებს აღნიშნულის განხორციელებას სხვა მოსამსახურეს;

დ) აკონტროლებს იზოლატორში შესვლის წესის დაცვასა და უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას;

ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „ჟ.ა“–„ჟ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;

ვ) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას და იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:

ვ.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;

ვ.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

ვ.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

ზ) ზედამხედველობას უწევს იზოლატორში მოსამსახურეების მორიგეობის განრიგის და საგუშაგო გრაფიკის შესრულებას;

თ) ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას;

ი) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს იზოლატორის მორიგე-გუშაგის უფლება-მოვალეობას;

კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

2. იზოლატორის ცვლის უფროსს ეკრძალება, დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მოსამსახურეები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და არსებობს იზოლატორის უფროსის ან მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის თანხმობ