2. იზოლატორის მორიგე-გუშაგი:
ა) ამოწმებს იზოლატორის საკნებს და იცავს საგუშაგოს (იზოლატორის საკნებთან არსებულ ტერიტორიას) მოთავსებული პირის გაქცევის ან სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეთვალყურეობს მოთავსებულ პირებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
გ) დადგენილი წესით ამოწმებს იზოლატორში მიღებულ ამანათებს და გადასცემს მათ ადრესატს;
დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „ჟ.ა“-„ჟ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;
ე) ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს იზოლატორის ცვლის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:
ე.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;
ე.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;
ე.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირებს აწვდის საკვების ულუფას დღის განრიგითა და შინაგანაწესის 28-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურებს და არეგისტრირებს შესაბამის ინფორმაციას მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
თ) ესწრება ოქმებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის შესაბამისი ცვლის უფროსის ცალკეულ დავალებებ