2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.

3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.