ა) კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას;
ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს;
გ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების მონიტორინგს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე;
ე) ახორციელებს დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას;
ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით ადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ზ) კომპეტენციისა და საჭიროების ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს იზოლატორში წარმოებულ სტატისტიკას მონიტორინგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
თ) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს;
ი) ადგენს ანგარიშს ყოველი ჩატარებული მონიტორინგის შესახებ და წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების საფუძველზე 6 თვეში ერთხელ ამზადებს საერთო ანგარიშს და წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
ლ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევს მთავარი სამმართველოს საქმისწარმოებას;
მ) ორგანიზებას უწევს მთავარი სამმართველოს შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას;
ნ) მთავარ სამმართველოში ჩასატარებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ო) აღრიცხავს და აანალიზებს მთავარი სამმართველოს მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს;
პ) წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების, სადაზღვევო, სატელეფონო მომსახურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე;
ჟ) სამსახურის ადმინისტრაციის კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
რ) ახორციელებს მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ს) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით თანამშრომლობს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან;
ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებ