ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სამსახურთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირებისა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების უფლებამოსილ მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის მიღება მათ მიერ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების აუცილებლობის თაობაზე, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით;

დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა;

ე) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა