ა) უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორის მართვას და ერთიანი პოლიტიკის წარმართვას, მისი საქმიანობის ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას;
ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა საქმიანობისა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს;
გ) ადგენს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის გამომწვევ მიზეზებს, ახდენს რეაგირებას აღნიშნულის თაობაზე მიღებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
დ) დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას;
ე) უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურებას და ამ მიზნით თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან;
ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.