ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა იზოლატორში დროებითი მოთავსების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) იზოლატორში შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა.

2. იზოლატორის ფუნქციაა:

ა) იზოლატორში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მოთავსებულ პირთა კვებით უზრუნველყოფა;

ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

გ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის ამანათის მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა;

დ) ბრალდების ან/და დაცვის მხარისათვის საპროცესო საქმიანობაში ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) იზოლატორში მოთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება, ასევე მათი ფოტოგრაფირება;

ზ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით იზოლატორის ტერიტორიაზე მყოფი პირებისა და მათი ნივთების, აგრეთვე იზოლატორში მოთავსებულ პირთა საკნების შემოწმება;

თ) იზოლატორში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და იზოლატორში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. იზოლატორში მსახურობენ მორიგე-გუშაგები, რომელთაც იზოლატორის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება დაეკისროთ იზოლატორის ცვლის უფროსის უფლება-მოვალეობა.

4. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შტატგარეშე მოსამსახურეები.

5. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე.