1. იზოლატორი არის განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურულ ერთეულს.

2. იზოლატორი უშუალოდ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ/პატიმრობაშეფარდებულ პირთა დროებითი მოთავსების აღსრულებას და ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა მეთვალყურეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იზოლატორი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

4. იზოლატორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის მოადგილის ან/და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. იზოლატორში, რომელშიც არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. იზოლატორის სამედიცინო პუნქტი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურს და არ შედის იზოლატორის შემადგენლობაში.

6. იზოლატორის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

7. იზოლატორს აქვს ბეჭედი იზოლატორის სახელწოდების აღნიშვნი