ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომში –
იზოლატორი) ვიდეომეთვალყურეობის წარმოება დასაშვებია იზოლატორში მოთავსებული პირებისა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების, იზოლატორში მოთავსებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აღკვეთის, იზოლატორებში სამართალდარღვევების პრევენციის, აგრეთვე იზოლატორის მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
ბ) იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის სამორიგეო ოთახებსა და დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები;
გ) დეესკალაციის ოთახებსა და იზოლატორის სხვა ადგილებში ვიდეომეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით;
დ) იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია;
ე) იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგი განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში;
ვ) იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია აღრიცხოს ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გათიშვა ან არასტაბილურად მიწოდება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება ან მისი მწყობრიდან გამოსვლა და სხვ.), რამაც გამოიწვია ვიდეომეთვალყურეობის წარმოების შეფერხება და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს იზოლატორის უფროსს;
ზ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (კამერები) დამონტაჟების ადგილზე განთავსდეს ვიდეოგადაღების მიმდინარეობის გამაფრთხილებელი ნიშანი.
2. 2016 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით უზრუნველყოს იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაში ტექნიკური მხარდაჭერ