1. იზოლატორის ცვლის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მორიგე-გუშაგების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს იზოლატორში წესრიგისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;

ბ) სამორიგეო ცვლის შესაბამისად იზოლატორში დასაქმებულ მოსამსახურეებს აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) უშუალოდ უზრუნველყოფს იზოლატორში პირთა მოთავსების პროცედურის განხორციელებას და ამოწმებს იმ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგენს პირის იზოლატორში მოთავსების საფუძველს ან/და ავალებს აღნიშნულის განხორციელებას სხვა მოსამსახურეს;

დ) აკონტროლებს იზოლატორში  შესვლის წესის დაცვასა და  უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას;

ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-4 მუხლის „დ.ა“–„დ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;

ვ) ზედამხედველობას უწევს იზოლატორის უფროსის მიერ დამტკიცებული საგუშაგო მორიგეობის გრაფიკის შესრულებას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს იზოლატორის მორიგე-გუშაგის უფლება-მოვალეობას;

თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

2. იზოლატორის ცვლის უფროსს ეკრძალება, დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მოსამსახურეები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და არსებობს იზოლატორის უფროსის თანხმობ