2. მთავარი სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს მთავარ სამმართველოს, წყვეტს მთავარი სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მთავარ სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში დასანიშნი კანდიდატების განხილვასა და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის და თვალყურს ადევნებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;

დ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების პროცედურების დაცვაზე კონტროლს;

ე) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

ვ) პერიოდულად აანალიზებს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

თ) მიმართავს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ი) მიმართავს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

მ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ნ) არანაკლებ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშს მთავარი სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ო) ამტკიცებს იზოლატორის დღის განრიგს;

პ) ამტკიცებს მონიტორინგის ჩატარების გეგმას;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს;

რ) კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას;

ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.

4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მიერ საამისოდ უფლებამოსილი მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი