2. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.

3. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

დ) მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს