1. იზოლატორში მოთავსებულ პირს ეკრძალება:

ა) ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ბ) საკნიდან საკანში ან იზოლატორის გარეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება;

გ) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთების დამზადება, შენახვა ან/და გამოყენება;

დ) საგნის გადაგდება ფანჯრიდან ან/და ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ხელს უშლის იზოლატორის მოსამსახურის საკანში შეხედვას ან შესვლას;

ე) აღნიშვნის ან წარწერის გაკეთება კედელზე, წიგნზე, ნივთზე ან საგანზე, რომელიც გადაცემულია იზოლატორის მოსამსახურის მიერ, კედელზე სურათების, ნახატების, წიგნებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრების გაკვრა;

ვ) აზარტული თამაშობების მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა;

ზ) სხეულის დაზიანება, საკუთარ ან სხვის  სხეულზე სვირინგის გაკეთება;

თ) თამბაქოს მოწევა საკნის გარეთ იზოლატორის ტერიტორიაზე (გარდა გასასეირნებელი ადგილისა);

ი) მოთავსებულ ან სხვა პირზე ფიზიკური ზემოქმედება ან/და მისი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა;

კ) კონფლიქტური სიტუაციის  შექმნა;

ლ) სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ან სხვაგვარი ფორმით იზოლატორის მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსების შელახვა.

2. მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ, იზოლატორში იქონიონ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის №2 დანართი