1. იზოლატორი ვალდებულია, შემოსული საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ადრესატს. თუ საჩივარი შემოსულია არასამუშაო დღეს, იზოლატორი ვალდებულია, საჩივარი გადაუგზავნოს ადრესატს მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

2. დეპარტამენტის დირექტორი/მინისტრი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

3.  წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფ