1. პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 7 დღის ვადით, აქვს ახლო ნათესავებთან ორი შეხვედრის უფლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში.
2. შეხვედრის შესახებ არანაკლებ 2 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა ეცნობოს იზოლატორის უფროსს. შეხვედრის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით მოთავსებულ პირთან შეხვედრის მსურველმა პირმა იზოლატორის უფროსს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან იზოლატორში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, იზოლატორის უფროსი უფლებამოსილია, განცხადება მიიღოს 2-დღიანი ვადის დაუცველად. შეხვედრის ორგანიზებისათვის აუცილებელია, მოთავსებულმა პირმა განაცხადოს თანხმობა წერილობით განცხადებაში მითითებულ პირებთან შეხვედრაზე.
3. შეხვედრის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ერთ საათზე ნაკლები. შეხვედრის ხანგრძლივობა იზოლატორის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. შეხვედრა მიმდინარეობს მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ხმის მოსმენის გარეშე. მოთავსებული პირი შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ შეხვედრის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც.
4. შეხვედრის უფლებით სარგებლობაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ მოთავსებული პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ან/და იზოლატორში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზანს.
5. ახლო ნათესავებთან შეხვედრის უფლება ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაძლოა შეიცვალოს სატელეფონო საუბრით.
6. პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 7 დღის ვადით, უფლება აქვს, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში საქართველოს ფარგლებში განახორციელოს ორი სატელეფონო საუბარი, თითოეული 10 წუთის ხანგრძლივობით.
7. პირს, რომელსაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ 7 დღის ვადით, იზოლატორში შეყვანისას უნდა განემარტოს შეხვედრის და სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლების შესახებ, რის შესახებაც დგება ოქმი, რასაც ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ იზოლატორიდან გათავისუფლებამდე აღნიშნული პირი არ ისარგებლებს შეთავაზებული უფლებებით, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, ამის თაობაზე შეადგინოს შესაბამისი ოქმი პირის იზოლატორიდან გათავისუფლებისას, რასაც ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნული პირი.
8. შეხვედრის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას იზოლატორის მოსამსახურის მიერ უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი. ახლო ნათესავთან შეხვედრის შემთხვევაში შედგენილ ოქმში უნდა მიეთითოს შეხვედრაში მონაწილე პირთა ვინაობა, მათი დამოკიდებულება იზოლატორში მოთავსებული პირის მიმართ, შეხვედრის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო. სატელეფონო საუბრის შესახებ იზოლატორის მოსამსახურის მიერ შედგენილ ოქმში უნდა მიეთითოს, რა ნომრიდან რა ნომერზე განხორციელდა ზარი, ასევე საუბრის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო. ორივე შემთხვევაში ოქმში დაფიქსირებული უნდა იქნეს მოთავსებული პირის ხელმოწერა.
9. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით გამოიწეროს ან/და მიიღოს გონივრული ოდენობის სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, გარდა იმ წიგნებისა და ჟურნალ/გაზეთებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას, მშენებლობის ინსტრუქციებს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს, მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს, სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მოთავსებული პირის უსაფრთხოებას.
10. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს, შეხვდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც იზოლატორში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგრძლივობა. შეხვედრის ორგანიზებისათვის აუცილებელია, მოთავსებულმა პირმა განაცხადოს თანხმობა წერილობით მიმართვაში მითითებულ პირთან შეხვედრაზე.
11. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს, შეხვდეს თავის წარმომადგენელს, თუ წარმომადგენლობა დასტურდება მინდობილობით.
12. თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან ავადმყოფობის თაობაზე, იგი შესაძლებელია დროებით გაყვანილ იქნეს იზოლატორიდან დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზ