ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას მისი თანდასწრებით. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, იზოლატორის უფროსი უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.12.2025
მუხლი 34. კორესპონდენციის გაგზავნა/მიღება
თავი V — ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული დამატებითი წესები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №423, 02.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3358653/muxli-34/