1. საჩივრის შეტანის საფუძველია იზოლატორის მოსამსახურის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), გადაწყვეტილება ან/და მოთავსებულ პირთა უფლებების სხვაგვარი ხელყოფა.

2. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან სხვა მოთავსებულ პირებთან ერთად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.

3. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს მოთავსებული პირის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მოთავსებული პირის უფლებები;

ბ) მოთავსებულ პირს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

4. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება იზოლატორის მოსამსახურის საქმიანობას.

5. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს მინისტრს, თუ საჩივარი უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას.

6. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება ან გადაწყვეტილება საჩივრდება.

7. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

8. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატ