1. იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის განკუთვნილი საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მოთავსებული პირის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის შემცირება.

2. მოთავსებული პირის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. მოთავსებული პირი ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.

4. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, არასრულწლოვნებს უნდა შეექმნას მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

5. მოთავსებულ პირს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოშიმშილე პირთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია მტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

თავი IV

საჩივა