1. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს აქვს უფლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დარეგისტრირდეს აბიტურიენტად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით. იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს პიროვნება საჭირო საწერი საშუალებებით და შემდგომ განახორციელოს განცხადების ადრესატთან გადაგზავნა.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დღეს ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული აბიტურიენტი დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაყვანილი უნდა იქნეს შესაბამის საგამოცდო ცენტრში.
3. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს უნდა შეექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს ზოგადი განათლების პროგრამას. დაუშვებელია ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირისათვის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების მიღების შეზღუდვა, თუ არ არსებობს უსაფრთხოების დაცვის გადაუდებელი ინტერესი.
შინაგანაწესის დანართი №1
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მოთავსებულ პირს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. შემდეგი კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად ერთობლიობაში არაუმეტეს 3 კილოგრამისა), ყველი, ძეხვეული, ხილფაფა, კანფეტი, ჯემი, ბოსტნეული, ხილი, პურ-ფუნთუშეული, ხორცეული (ძვლის გარეშე), თევზი (ფხის გარეშე), საწებელი, თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს ნახევარი კილოგრამისა).
2. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 3 ლიტრისა, შუშის ქილის გარეშე.
3. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტერი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა, პერანგი, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრის, ზონარისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
4. საცვალი არა უმეტეს 1 ცალისა და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 1 წყვილისა.
5. პირსახოცი, ერთდროულად არა უმეტეს 1 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 30/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
6. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა.
7. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა.
8. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლები (სამედიცინო მუშაკის ნებართვით) საჭიროების შემთხვევაში.
9. სიგარეტი არაუმეტეს 6 კოლოფისა.
10. რელიგიური ან/და საკულტო დანიშნულების მქონე, არამეტალისაგან დამზადებული მცირე ზომის ნივთები, საკიდის გარეშე.
11. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს დამატებით შესაძლებლობა აქვს, ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს შემდეგი საგნები:
ა) საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა;
ბ) რვეული, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს;
გ) არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;
დ) ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა;
ე) არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა;
ვ) წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს. პირმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მოთავსებულ პირთა უსაფრთხოებას);
ზ) საცვალი არაუმეტეს 2 ცალისა და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 2 წყვილისა.
შინაგანაწესის დანართი №2
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა იზოლატორში შეტანაც აკრძალულია მოთავსებულ პირთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები;
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა;
3. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამვლელი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
4. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები;
5. ოპტიკური ხელსაწყოები;
6. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა);
7. საკვები და ყველა სახეობის სასმელი პროდუქტი;
8. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები;
9. გადასამრავლებელი აპარატები;
10. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები;
11. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები;
12. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა);
13. ბანქო;
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები;
15. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმბარათი და აქსესუარები);
16. კომპასები;
17. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები;
18. საღებავები და კოპირების ქაღალდებ