1. მთავარი სამმართველო ვალდებულია, შემოსული საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ადრესატს. თუ საჩივარი შემოსულია არასამუშაო დღეს, მთავარი სამმართველო ვალდებულია, საჩივარი გადაუგზავნოს ადრესატს მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
4. ადრესატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის შინაარსი სატელეფონო გზით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაუგზავნოს წერილობით, თუ საჩივარი შეიცავს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:
ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;
ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;
გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვე