1. მოთავსებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. მოთავსებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო შემდეგი ჰიგიენური საშუალებებით, როგორიცაა ჰიგიენური ქაღალდი, საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, პირსახოცი, აგრეთვე მათი განთავსების (გადაყრის) შესაძლებლობით. ხოლო იზოლატორში მოთავსებული ქალები გენდერსპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე – სხვა დამატებითი ჰიგიენური საშუალებებით.

3. საჭიროების შემთხვევაში, შხაპის მიღების უფლებით, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით და დამკავებელი ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია ისარგებლოს მოთავსებულმა პირმა.

4. შხაპის მიღების უფლებით ვერ ისარგებლებს ის პირი, რომლისთვისაც სამედიცინო მუშაკის დასკვნის საფუძველზე შხაპის მიღება არ არის რეკომენდებული.

5. შხაპის მიღების უფლებით მოთავსებული პირები იზოლატორში სარგებლობენ მხოლოდ დღის საათებში. ღამის საათებში შხაპის მიღების უფლებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, იზოლატორის უფროსის ან მისი არყოფნის შემთხვევაში – იზოლატორის ცვლის უფროსის გადაწყვეტილებით.

6. დაუშვებელია შხაპის მისაღებად ერთდროულად რამდენიმე მოთავსებული პირის გაყვანა.

7. მოთავსებულ პირს შხაპის მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე შეიძლება შეექმნას იზოლატორის უსაფრთხოებას და გამართულ ფუნქციონირება