1. მოთავსებული პირის უფლება ადვოკატზე მოიცავს ადვოკატთან დაკავშირებისა და ადვოკატის მიერ პირის მონახულების უფლებას. ადვოკატთან დაკავშირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს იზოლატორში მოთავსებიდან გონივრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია მოთავსებული პირის ადვოკატის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, იზოლატორის მოსამსახურე თავად უკავშირდება მას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატის ვინაობა ან/და საკონტაქტო მონაცემები უცნობია, ადვოკატთან დაკავშირებას უზრუნველყოფს მოთავსებული პირის დამკავებელი ორგანო.
2. ადვოკატის მიერ შესაბამისი დოკუმენტის (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი ორდერი) წარდგენის შემთხვევაში იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს, პირისპირ შეხვდეს მას ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე, იზოლატორის საგამოძიებო ოთახში, სხვა პირის დაუსწრებლად, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის განუსაზღვრელად.
3. პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატისა და მოთავსებული პირის შეხვედრის ადგილის სიახლოვეს შესაძლოა იმყოფებოდეს იზოლატორის მოსამსახურე. იზოლატორის მოსამსახურის ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ადვოკატისა და მოთავსებული პირის საუბრის კონფიდენციალობა