1. მოთავსებული პირი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას.

2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დოკუმენტირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე.

3. მთავარ სამმართველოში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას.

4. მთავარ სამმართველოში, როდესაც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ დაკავებულის პირველადი შემოწმების შედეგად შევსებული სამედიცინო ბარათი ინახება დაკავებულის პირად საქმეში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას, ასევე აცნობოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასა და სამსახურის გენერალურ ინსპექციას:

ა) თუ სამედიცინო მუშაკს წარმოეშობა ეჭვი მოსათავსებელი პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;

ბ) თუ მოსათავსებელი პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია სატელეფონო გზით დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას, ასევე აცნობოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასა და სამსახურის გენერალურ ინსპექციას:

ა) თუ მოსათავსებელ პირს სხეულზე აღენიშნება ახლად მიღებული დაზიანება

ბ) თუ მოსათავსებელი პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.

7. იზოლატორის ცვლის უფროსი და სამედიცინო მუშაკი ვალდებული არიან მოსათავსებელი პირის მხრიდან ნებისმიერი პირის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი სახის პრეტენზია (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პრეტენზიისა) აცნობონ საქართველოს პროკურატურას და სამსახურის გენერალურ ინსპექციას.

8. პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით არ იძლევა იზოლატორში მისი მოთავსების შესაძლებლობას, იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშ