1. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის მოსამსახურეების, იზოლატორში მოთავსებული ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მოთავსებულ ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე იზოლატორის მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე  მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

2. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებსა და დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს იზოლატორის მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

3. დეესკალაციის ოთახში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს მოთავსებული პირი. გაფრთხილების ოქმში აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების დაწყების დრო. გაფრთხილების ოქმს ხელს აწერს იზოლატორის ცვლის უფროსი და მოთავსებული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ვიდეომეთვალყურეობა. თუ მოთავსებული პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. დაუშვებელია იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება მოთავსებული პირის დასჯის მიზნი