1. დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას.
2. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომელთა ამანათით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს(დანართი №2 და №4). დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.
3. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგ ხორციელდება ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება-შემოწმება ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.
4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში, გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.
5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები, რომელთა ქონა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.
7. შემოწმების შემდეგ ამანათი ილუქება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად, ხოლო გადატანის შემდეგ ამანათი იხსნება შესაბამისი დანაყოფის სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
8. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
9. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებულ