1. უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას.

2. უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან,  რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დანართი №2, №4)  უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.

3. უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებენ განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგ ახორცილებენ ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება-შემოწმებას ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.

4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.

5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.

6. ამანათებში ისეთი ნივთების, ნაკეთობებისა და ნივთიერებების აღმოჩენისას, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დანართი №1), უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს და დაუყოვნებლივ აცნობებს უსაფრთხოების განყოფილების უფროსს.

7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორის მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა შესაბამის საცხოვრებელ სექტორში.

8. საცხოვრებელ სექტორში ამანათის გადატანის შემდეგ ხდება მისი გახსნა შესაბამისი დანაყოფის საცხოვრებელი სექტორის რეჟიმის მოსამსახურის მიერ, მსჯავრდებულის თანდასწრებით.

9. საცხოვრებელ სექტორში სამართლებრივ რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.

10. საცხოვრებელ სექტორში სამართლებრივი რეჟიმზე პასუხისმგებელი მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს მსჯავრდებულის საცხოვრებლის ბარათში, რაზეც ხელს აწერს მსჯავრდებულ