1. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ამოღების უფლება აქვთ არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი სექტორების რეჟიმის მოსამსახურეებსა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს.
2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა ადმინისტრაციას საწყობში შესანახად და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულებით (დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
3. მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს, თუ ამით არ დაირღვევა დებულების მოთხოვნები.
6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, ასევე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულების ადმინისტრაცია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგამოძიებო ორგანო