1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეებსა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას, ამ დებულებით გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების, რომლებიც იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე შეინახება დაწესებულების საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა შესაბამისი ქვითარი ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, აგრეთვე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტ